Plugsy

დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკა

Plugsy.store პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პირობები:

Plugsy.store დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა გაძლევთ შესაძლებლობას პროდუქტის შეძენიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში დააბრუნოთ უკან ან შეცვალოთ შეძენილი პროდუქტი.

პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის წინაპირობები:

პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:

  1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ აღწერილობას.

  2. პროდუქტს აქვს აშკარა ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას დანიშნულებისამებრ;

  3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში.


აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს.

მიწოდებული პროდუქტი არ ექვემდებარება დაბრუნება/შეცვლას თუ:

  1. გასულია პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დადგენილი 14 (თოთხმეტი) კალენდარულ დღიანი ვადა;

  2. პროდუქტის მიღების შემდგომ მომხმარებელმა გამოიყენა, დააზიანა, გაანადგურა ან სხვა ფორმით დაუკარგა პროდუქტს ჩვეულებრივი დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა.

 

პროდუქციის დაბრუნების პროცედურა და წესები:

მომხმარებელს უფლება აქვს მიღებული პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის მოთხოვნით მიმართოს მესიჯის სახით Plugsy.store-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: Support@Plugsy.store ან დაუკავშირდეს ჩვენს მომსახურების ცენტრს ნომერზე +995 593 25 20 97, სადაც უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  1. შეკვეთის განთავსების თარიღი;

  2. შეკვეთის მიღების თარიღი;

  3. მომხმარებლის სახელი/გვარი, მისამართი;

  4. შეტყობინების გაგზავნის თარიღი.


იმ შემთხევაში თუ მომხმარებლის მიერ მიღებული პროდუქტი ექვემდებარება დაბრუნებას, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა Plugsy.store-ის მიერ მომხმარებელს უბრუნდება შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში შემდეგი წესით:

  1. მომხმარებელი აბარებს დასაბრუნებელ პროდუქტს Plugsy.store-ს მიერ განსაზღვრულ მესამე პირს ან აგზავნის პროდუქტს ფოსტის ან სხვე ნებისმიერი საშუალებით დაუყონებლივ.

  2. Plugsy.store-ს უფლება აქვს უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ პროდუქტს არ დაიბრუნებს მომხმარებლისგან.

  3. Plugsy.store-ს მიერ მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ხდება იმავე საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით, რომლითაც მომხმარებელმა განახორციელა ტრანზაქცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი თანხმობას აცხადებს სხვა ფორმით ანაზღაურების მიღებაზე.

 

პროდუქციის შეცვლის პროცედურა და წესები:

  1. იმ შემთხევაში თუ მომხმარებლის მიერ მიღებული პროდუქტი ექვემდებარება შეცვლას, Plugsy.store-ს მიერ მომხმარებლისათვის პროდუქტის შეცვლა ხდება შემდეგი წესით:

  2. მომხმარებელი აბარებს შესაცვლელ პროდუქტს Plugsy.store-ს მიერ განსაზღვრულ მესამე პირს ან აგზავნის პროდუქტს ფოსტის ან სხვე ნებისმიერი საშუალებით დაუყონებლივ.

  3. Plugsy.store უგზავნის ან სხვა ნებისმიერი ფორმით გადაცემს მომხმარებელს შეცვლილ პროდუქტს მომხმარებლის მიერ შესაცვლელი პროდუქტის დაბრუნებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში.

  4. მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელი/შესაცვლელი პროდუქტის Plugsy.store-მდე ტრანსპორტირების პირდაპირ ხარჯს იღებს მომხმარებელი.

Shopping Cart